საქართველო უნდა იყოს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა
04.04.2022
უკან დაბრუნება
საქართველო უნდა იყოს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, მათ შორის, ძირითადად, განახლებადი ელექტროენერგიის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობისთვის ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება რამდენიმე დღეში დასრულდება
ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს რომ ნამახვან ჰესის პროექტი საბოლოოდ უნდა აშენდეს.რისთვისაც საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია.