ქუთაისის მერიამ იმ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ახლა მშობლებთან ერთად ქუთაისში იმყოფებიან
04.04.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიამ იმ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ახლა მშობლებთან ერთად ქუთაისში იმყოფებიან. უკრაინელი ბავშვებისთვის ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გასართობი ღონისძიება მოეწყო.
ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზალომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ პატარა უკრაინელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ხოლო მათ მშობლებს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და მხარდაჭერა.