აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ს/კ ,,ტორპედოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
04.04.2022
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ს/კ ,,ტორპედოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა, სტუდენტებისა და სპორტსმენებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო/შემეცნებითი აქტივობების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ასევე , ,,ტორპედოს“ შესახებ წიგნის გამოცემა და ა.შ.
დოკუმენტს ხელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ და ,,ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მჭედლიძემ მოაწერეს.