შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასაპარლამენტო ოპოზიციამ ბანერი წარწერით ”არალეგიტიმური არჩევნები,საფრთხე სახელმწიფოსთვის” გაშალეს
28.04.2016
უკან დაბრუნება
პარლამენტში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზთან სესიის პარალელურად ბანერი წარწერით ”არალეგიტიმური არჩევნები,საფრთხე სახელმწიფოსთვის” გაშალეს .როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიასთან განაცხადეს ამ ქმედებით ხელისუფლებას მოუწოდებენ არ ჩააგდოს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მათ მიერ მომზადებული ინიციატივა,რომელსაც მხარს ორასიათასზე მეტი ამომრჩეველი უჭერს.არასაპარლამენტო ოპოზიციის ცვლილებები 2016 წლისათვის პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეხება.