ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია 4 აპრილს სრულდება
03.04.2022
უკან დაბრუნება
ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია 4 აპრილს სრულდება. ამ ეტაპზე სტუდენტობის მსურველი 33.000ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გიორგიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს ეროვნული გამოცდების საგნებში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, რაც მესამე საგნის არჩევანის გაფართოებას გულისხმობს. მისივე თქმით, კვირაში ერთხელ ტარდება ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის. ის მოუწოდებს მსურველებს დროულად დარეგისტრირდნენ.
შეგახსენებთ, რომ მაგისტრატურის გამოცდების რეგისტრაციის ბოლო ვადა 4 აპრილია, ხოლო მასწავლებლებვის გამოცდები კი 14 აპრილს სრულდება.