საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი პრემიერის დავალებით ითხვისში იმყოფებოდა
01.04.2022
უკან დაბრუნება
პრემიერის დავალებით ითხვისში იმყოფებოდა საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და დაზიანებული სახლები პირადად დაათვალიერეს. ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც დაზიანებულია დროებით ალტერნატიულ საცხოვრებლებში იცხოვრებენ, ხარჯებს ჭიათურის მერია გაიღებს.
რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით გეოლოგთა ჯგუფი ყველა დაზიანებულ სახლში არსებულ სიტუაციის დეტალურ აღწერას აწარმოებს და უახლოეს პერიოდში შესაბამის დასკვნას დადებს.
ჭიათურის მერიამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც სოფელში მოსახლეობის ქონებრივ მდგომარეობას სწავლობს. ამ ეტაპზე 17 საცხოვრებელი სახლი არის დაზიანებული.