ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ხუთი 16-სართულიანი კორპუსი შენდება
01.04.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ხუთი 16-სართულიანი კორპუსი შენდება.
ამჟამად, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს. მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია და იძულებით გადაადგილებული ოჯახები თანამედროვე სტანდარტების ბინებს უახლოეს მომავალში მიიღებენ.
უახლოეს პერიოდში, ამავე ტერიტორიის მიმდებარედ, დამატებით, 720 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება.