„სამხრეთ ოსეთი“ მალე გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად"
31.03.2022
უკან დაბრუნება
სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანება ჩრდილოეთ ოსეთთან ოსი ხალხის ეროვნული ოცნებაა და აფხაზეთი მხარს უჭერს მოძმე რესპუბლიკის მცხოვრებთა ამ მისწრაფებას, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ „სამხრეთ ოსეთი“ მალე გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად". შამბა აცხადებს, რომ „ერთი ხალხის გაერთიანების სურვილში გასაკვირს ვერაფერს ხედავს". რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობას, დასძენს, რომ „ასეთი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს". ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა ისიც განაცხადა, რომ აფხაზეთის ურთიერთობა მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან უნდა განვითარდეს.