ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას „დღის ამბებთან“ ოპოზიციური მხარეები აფასებენ
31.03.2022
უკან დაბრუნება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით მან საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის საკითხს ხელი მოაწერა.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას „დღის ამბებთან“ ოპოზიციური მხარეები აფასებენ, მათი თქმით საქართველო, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებს და ამით კიდევ უფრო ნათელი ხდება მოსაზრება, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთის შავ ხვრელად ითვლება.