იმერეთის მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად, სოფელ ითხვისში დაზიანებული სახლები მოინახულა
31.03.2022
უკან დაბრუნება
იმერეთის მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად, სოფელ ითხვისში დაზიანებული სახლები მოინახულა,
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს. „ხელისუფლებამ პირველივე დღიდან მიიღო შესაბამისი ზომები. ის ოჯახები, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება საფრთხე, თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან უკვე გაყვანილია. მათთვის გამოვყავით ალტერნატიული სახლები, როგორც სხვადასხვა სოფელში, ასევე ჭიათურაში. აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ. გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ დადებენ. სოფელ ითხვისში ე.წ. ,,მახათაძეების უბანში" 12 სახლი საცხოვრებლად მნიშვნელოვნად დაზიანებულია.