შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს მასშტაბით აპრილსა და მაისში საერთაშორისო ტესტირება პიზა ჩატარდება
31.03.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს მასშტაბით აპრილსა და მაისში საერთაშორისო ტესტირება პიზა ჩატარდება. მასში მონაწილეობას 15 წლის მოსწავლეები მიიღებენ. ტესტირება ამოწმებს მოსწავლის ცოდნასა და უნარებს მათმეტიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. დღეს პიზას ტესტირების შესახებ ტრენინგი ქუთაისში მოქმედი სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ჩაუტარდა. დატრენინგებული პედაგოგები კი აპრილის თვიდან აღნიშნულ ტესტირებას ჩაატრებენ. პიზა 3 წელიწადში ერთხელ ტარდება. ის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა ორგანიზებული. მასში 85 ქვეყანა იღებს მონაწილებას, საქართველო კი 2009 წლიდანაა ჩართული.