სამოქალაქო აქტივისტებმა მესხიშვილის თეატრის წინ აქცია გამართეს
30.03.2022
უკან დაბრუნება
სამოქალაქო აქტივისტებმა მესხიშვილის თეატრის წინ აქცია გამართეს. უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნის საპატივსაცემოდ სიმბოლურად თეატრის კიბეებზე 145 ფეხსაცმელი განათავსეს, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ ბავშვთა რაოდენობას ასახავს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ფურცლებით წარწერა განათავსეს რუსულად “ბავშვები“ ისე როგორც ეს მარიუპოლის თეატრის, წინ იყო რომელიც რუსმა სამხედროებმა დაბომბეს, სადაც თავს ასობით დევნილი აფარებდა.