ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ლექცია სახელწოდებით “საქართველო უკრაინის ურთიერთობა ისტორიიდან“ გაიმართა
30.03.2022
უკან დაბრუნება
ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ლექცია სახელწოდებით “საქართველო უკრაინის ურთიერთობა ისტორიიდან“ გაიმართა. ლექცია ისტორიკოსმა და პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა წაიკითხა, ღონისძიებაზე საუბარი შეეხო არამარტო საქართველო უკრაინას შორის ურთიერთობას არამედ, რუსეთ საქართველოს შორის არსებულ ვითარებასაც, ასევე განხილულ იქნა უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენები. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული 40-მდე უკრაინელი მწერლის როგორც მხატვრული, ისე საყმაწვილო ლიტერატურა