ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა
30.03.2022
უკან დაბრუნება
ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. 28 მარტიდან რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz air ასრულებს. პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი რომიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წლის თავზე შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. განახლებული რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოყვა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციული საჩუქრები დაურიგდათ.