სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის რეგისტრაციის I ეტაპი დასრულებულია
29.03.2022
უკან დაბრუნება
სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის რეგისტრაციის I ეტაპი დასრულებულია. პირველ ეტაპზე, სკოლებში დარეგისტრირდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვაელი მაია ცქიტიშვილი „დღის ამბებთან საუბრისას აღნისნავს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.
იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.
შეგახსენებთ, რომ 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.