შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ
29.03.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. დაწყებულია მანდარიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია. პროექტის თანახმად , მთლიანად განახლდება გზის ასფალტის საფარი, ტროტუარი, მოეწყობა დახურული სანიაღვრე სისტემა და მონოლითური კედელი გზის გასწვრივ, რომელიც მოპირკეთდება ბუნებრივი ქვით. პროექტის ღირებულებაა 833 333 ლარი და ივლისში დასრულდება. ახალი სკვერი კეთდება ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე.ადგილზე განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ფანჩატურები, საპარკე სკამები, მოეწყობა გამწვანება და განათების სისტემა. სკვერის მოსაწყობად 230 000 ლარია განსაზღვრული.