შპს „იმერეთის აგროზონის“ ეგიდით იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
28.03.2022
უკან დაბრუნება
შპს „იმერეთის აგროზონის“ ეგიდით იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სასათბურე მეურნეობების კლასტერისგან ვითარების პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში მაღალი, საშუალო დადაბალ ტექნოლოგიური სათბურების, შემგროვებელი ლოჯისტიკის და გაყიდვების ცენტრის, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას და
ახლად დაფუძნებული ცენტრის წარდგენას იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.
მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მშენებლობა 2022 ბარდათში დაიწყება. სასწავლო ცენტრი და სადემონსტრაციო სათბურები 3 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მოეწყობა, მებაღეობის სასწავლო და სადემოსტრაციო ცენტრის მეშვეობით ადგილობრივი ფერმერები მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ ჩვევებს, რომლის უახლოესი ეფექტი საშუალო წლიური წარმოების გაორმაგება და სეზონური წარმოების გახანგრძლივება იქნება .