რიგითი მოქალაქეების სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენს ქალაქში ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით ვლინდება
26.03.2022
უკან დაბრუნება
რიგითი მოქალაქეების სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენს ქალაქში ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით ვლინდება, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ასეთი ადამიანები გაგაცნოთ, დარეჯან ხვადაგიანიც ერთ-ერთი მათგანია, ის პედაგოგიურ საქმიანობას წლებია ეწევა, აქვს საკუთარი ბაგა-ბაღი სადაც სოლიდარობის პირველი თვალსაჩინოება კედელზე გაკრული აღსაზრდელებისა და პედაგოგების ერთობლივი ნამუშვარია, პედაგოგმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა რომ სურს უკრაინელ 5 პატარას ბაღში სრულიად უფასოდ უმასპინძლოს იქამდე სანამ ამის საჭიროება იქნება , ასევე მზადაა ბაღში უკრაინელი ქალბატონი დაასაქმოს.