გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა
26.03.2022
უკან დაბრუნება
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ეროვნული გმირის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ანწუხელიძის შვილებმა გიორგი ანწუხელიძის კუთხე გახსნეს.
ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, სერჟანტებს აკადემიის დაარსების დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სამხედრო მოსამსახურეები გაწეული სამსახურისთვის მედლით დაჯილდოვდნენ. სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.