,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზაცია იმერეთში გრძელდება
26.03.2022
უკან დაბრუნება
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზაცია იმერეთში გრძელდება. ამ შემთხვევაში12 - ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებული თანხა, მთლიანად უკრაინელი ხალხის საჭიროებებისამებრ დაიხარჯება. და მიემართება მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც უახლოეს დღეებში გაიგზავნება უკრაინაში. მობილიზებულია პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები. ასევე, მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებისა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეძენა. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი. მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, დაახლოებით 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა.