კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების მე-14 ტურში ქუთაისი 2010-მა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში რუსთავის რუსთავს შეხვდა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა.მატჩის მხოლოდ პირველ პერიოდში სტუმრებმა მეტოქეებს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს ,ხოლო დანარჩენ სამ პერიოდში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ 10 ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს.საფინალო ანგარიში 90-80 ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა.ამჯერად გათამაშების ცხრილში ქუთაისი 2010 მეორე ადგილს იკავებს და გათამაშების ლიდერსს თსუ-ს სამი ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრაში ქუთაისი 2010 28 მარტს თბილისის კაკტუსს დაუპირისპირდება.