შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი თბილისის მიმართულებით გადაადგილება 20 ლარი გახდა
25.03.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისი თბილისის მიმართულებით გადაადგილება 20 ლარი გახდა, მგზავრებს კი მესამე დღეა 5 ლარით მეტის გადახდა უწევთ. ქუთაისი-თბილისის ხაზზე დასაქმებული მძღოლები ამბობენ, რომ საწვავზე გაზრდილი ფასის გამო, ხარჯი გაეზარდათ და არ იციან რამდენ ხანს შენარჩუნდება. ჩვენს მიერ ჩაწერილი რესპონდენტები მგზავრებს თხოვნით მიმართავენ, რომ მომატებულ ტარიფებს გაგებით მოეკიდონ და მიზეზები სწორად შეაფასონ, რადგან ეს ბიზნესია და საწვავის გაძვირება ავტომატურად ზრდის ყველა სახეობის პროდუქტსა და მომსახურებას.