შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„გამჭირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლიც ეხება წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებს
24.03.2022
უკან დაბრუნება
„გამჭირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლიც ეხება წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებს, ” რომლებმაც 100 ტენდერისა და 11 გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 63,039,857 ლარი მიიღეს. გამჭირველობა საქართველოს ქუტაისი ბიუროს წარმომადგენელი ლელა მოწონელიძე დღის ამბებთან, საუბრობს, რომ შპს “ჯ და ჯ”-ს 50-50% წილებს ჯეირან ომანაძე და ჯამბულ შუღლაძე ფლობენ. კვლევაში ნათქვამია რომ ომანაძე არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებსაც, რომლის თანახმადაც, მას თანამდებობაზე გამწესებისთანავე უნდა დაეტოვებინა კუთვნილ კომპანიებში დირექტორის პოზიცია და საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის გადაეცა, თუმცა მას ეს დღემდე არ გაუკეთებია. საკითხთან დაკავშირებით ჩვენ თავად ჯეირან ომანაძეს დავუკავშირდით. სატელეფონო საუბარში ის განმარტავს, რომ 63 მილიონი , 8 წელიწადში 2 ფირმისთვის დიდი თანხა არაა და ეს თანხები მოვლა-შენახვების საჭიროებისთვის არის გახარჯული. რაც შეეხება წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას, ის აღნიშნავს, რომ სწორედ შეუთავსებლობის გამო ის ამ თანამდებობაზე არ არის და მხოლოდ საკრებულოს რიგითი წევრია და აქვს უფლება იყოს ზემო აღნიშნული კომპანიების დირექტორი.