შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
24.03.2022
უკან დაბრუნება
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები. ასევე მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებისა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეძენა. პრემიერის გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, დაახლოებით 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა.