კომპანია “ენკამ” საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა
24.03.2022
უკან დაბრუნება
კომპანია “ენკამ” საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ხელშეკრულების შეწყვეტა გამოიწვია საქართველოს მთავრობის მხრიდან პირობების დარღვევამ და ფორსმაჟორულმა მოვლენებმა. ვინაიდან პროექტის კაპიტალიზებული ქონების, საწარმოო საშუალებებისა და აღჭურვილობის გამოყენება შეუძლებელია“. აღნიშნულ ფაქტს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი ეხმიანება. ამბობს, რომ მიუხედავად სახელისუფლებო ცვლილებებისა თემის ირგვლივ არსებულ ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს, მისი თქმით რიონის ხეობის მცველები პროტეტს განაგრძობენ იქამდე ვიდრე სასურველი შედეგები არ მიიღწევა.