შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ისტორიულ თეთრ ხიდზე მინის ფილა კვლავ დაზიანდა
23.03.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში ისტორიულ თეთრ ხიდზე მინის ფილა კვლავ დაზიანდა. უსაფრთხოების მიზნით ადგილი რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული. ძლიერი ქარის შედეგად კონსტრუქცია წაქცეულია და საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ხიდზე პანორამული მინა დაზიანდა.არის თუ არა საფრთხის შემცველი მოსახლებითვის ხიდზე გადაადგილება, ჩვენ საზოგადოების აზრი მოვისმინეთ, პოზიციები არერთგვაროვანია ნაწილი მათგანი მიიჩნევს რომ ხიდზე გადაადგილება უსაფრთხოა, ნაწილი კი კონსტქრუქციის ამჟამინდელ იერსახეს იწუნებს.თემაზე ადგილობრივ ხელისუფლებას დავუკავშირდით შეკითხვით როდის მოხდება დაზიანებული მინის აღდგენა, კომენატრს ამ დრომდე ველოდებით. შეგახსენებთ რომ თეთრი ხიდის რეაბილიტაცია 2018 წელს განხოციელდა. ხის საფეხმავლო მასალა რომლითაც ხიდი იყო მოპირკეთებული ლითონის და შუშის მასალით ჩანაცვლდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.