შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ძლიერმა ქარმა პრობლემები ქალაქის თითქმის მთელს ტერიტორიაზე შექმნა
23.03.2022
უკან დაბრუნება
ძლიერმა ქარმა პრობლემები ქალაქის თითქმის მთელს ტერიტორიაზე შექმნა, მოგლეჯილი ხეების პარალელურად ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაგვის ურნებიც წაიქცა რამაც ანტისანიტარული მდგომარეობა შექმნა,ასეთი ვიტარება იყო დღეს მესამე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სადაც ძლიერი ქარის შდეგად ნარჩენების ურნები წაიქცა. უამინდობამ პრობლემები გამოიწვია ირაკლი აბაშიძის გამზირზეც სადაც წაქცეულმა ხემ ქუჩის სავალი ნაწილის ნახევარი დროებით ჩაკეტა.ასევე დაზიანდა ღამის განათების ნათურა.შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად დაიწყეს ქუჩის ჩახერგილი ნაწილის გაწმენდა ასევე მოხდა დაზიანებული სანათი წერტილის აღდგენა.