ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში კაცს ხის ტოტი დაეცა
23.03.2022
უკან დაბრუნება
ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში კაცს ხის ტოტი დაეცა. ინცინდენტი პირველი საჯარო სკოლის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ჩვენთან საუბარში განმარტავენ მოულოდნელად ტოტი მოტყდა და ქუჩის პირას მდგარ ოთხ მამაკაცს დაეცა, მათგან ერთ-ერთმა სხეულის მძიმე დაძიანება მიიღო, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმის თქმით დაზარალებულს პირველადი დათვალიერების შედეგად თავის ზედაპირული ტრამვა აღენიშნებოდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს..