შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანიზებით დასუფთავების აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა
23.03.2022
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანიზებით დასუფთავების აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების’’ გაერთიანების თანამშრომლებმა ყოფილი ტურიზმის შენობის მიმდებარე ტერიტორია და ქალაქის შემოსასვლელი დაასუფთავეს. აქციაში მერისა და საკრებულოს, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ,, მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბო როგორც მწვანე ქალაქი, მუდმივად იყოს მოწესრიგებული, სწორედ ამ მიზნით, სისტემატიურად მოეწყობა დასუფთავების აქციები, პარალელურად გაგრძელდება გამწვანებისა და ქალაქის იერ-სახის მოწესრიგების სამუშაოები’’ -აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე. დღესვე წყალტუბოს მხარეთმცოდნების მუზეუმის წინ დარგეს მარადმწვენე ნერგები, შესრულდა გარე განათების ქსელის მოწესრიგებისა სამუშაოები. ცენტრალურ პარკში კი ახალი ნაგვის შემკრები კონტეინერები განთავსდა.