ქუთაისის ქალთა კლუბმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
22.03.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ქალთა კლუბმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა.
ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო ,შეკრებილებმა პატივი მიაგეს იმ ჟურნალისტების ხსოვნას ,რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. საღამოზე კლუბის დამფუძნებლებმა ჟუნალისტებს სიმბოლური საჩუქრები და პროფესიული საქმიანობის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. ქალთა კლუბის მიერ ორგანიზებულ სამადლობელ საღამოს ადეიშვილის სახელობის თვალის კლინიკათა ქსელის დამფუძნებელიც შეუერთდა და მედიის წარმომადგენლებს საჩუქრად ვაუჩერები გადასცა რაც კლინიკაში თვალის პირველად კვლევის დაფინანსებას ითვალისწინებს