შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რას ფიქრობს საზოგადოება, რამდენად მისაღებია მათთვის ქართული მედია და როგორი გადაცემები იქნება მათვის მეტად საინტერესო?
21.03.2022
უკან დაბრუნება
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. რას ფიქრობს საზოგადოება, რამდენად მისაღებია მათთვის ქართული მედია და როგორი გადაცემები იქნება მათვის მეტად საინტერესო? თემით დღის ამბების გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და მცირე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყანაში მეტად ობიექტური და მიუკერძოებელი მედიის არსებობას ისურვებს და თან აღნიშნავენ, რომ ქართულ ტელე სივრცეში პოლიტიკურ გადაცემებს მეტი დრო ეთმობა, ვიდრე შემეცნებით, მიაჩნიათ რომ ტენენცია უნდა შეიცვალოს.