პატიმარი უშანგი ტაბატაძე შიმშილობას აგრძელებს
27.04.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი უშანგი ტაბატაძე 14 აპრილის შემდეგ შიმშილობს. მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართა, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ მისჯილი 5 წელი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა. უშანგი ტაბატაძე 178-ე მუხლის მესამე ნაწილით გასამართლა, რაც ძარცვას გულისხმობს. უფლებადამცველებისა და ოჯახის წევრების თქმით ნივთის ღირებულება, რომლის მოპარვასაც მას გამოძიება ედავება, ბრალდებულმა გადაიხადა, დაკავების შემდეგ კი პროკურორის რჩევით არც ადვოკატი აუყვანია, რის გამოც საქმის მოკვლევა არასწორი მიმართულებით მოხდა.
,,დღის ამბები,, პროკურატურის პრეს სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს და შესაბამისად კომენტარი არ გააკეთეს.