შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი წელს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით ნაკლებია
17.03.2022
უკან დაბრუნება
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი წელს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით ნაკლებია. როგორც გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, მოიმატა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მესამე ქვეყნებიდან კვეთის ფაქტებმა. მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია.აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.