შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული
15.03.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. მინისტრის განცხადებით თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში. თემაზე ჩვენ საზოგადსოების აზრი მოვისმინეთ. გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის ამ ინიციატივას დადებითად აფასებს და ფიქრობს რომ გაზრდილი ფასების ფონზე ეს ნამდვილად დიდ შერავათს მისცემს მოსახლეობას. გამოკითხულთა ნაწილი კი ფიქრობს რომ წამლების ეს რაოდენობა არასაკმარისია და მასში მწირია ხშირად მოხმარებად მედიკამენტთა ჩამონათვალი