შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვასილ ამაშუკელის დაბადების დღის აღსანიშნავად ქუთაისში ტრადიციული ღონისძიებები გაიმართა
14.03.2022
უკან დაბრუნება
ქართველი რეჟისორი და კინო ოპერატორი, პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორის ვასილ ამაშუკელის დაბადების დღის აღსანიშნავად ქუთაისში ტრადიციული ღონისძიებები გაიმართა. ქუთაისის მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შეკრებილმა საზოგადოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს ვასილ ამაშუკელის ღვაწლის შესახებ და ყვავილებით შეამკეს ღირსეული წინაპრის საფლავი. ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან დღეს 136 წელი გავიდა.