შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი თავაძე დაინიშნა
14.03.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი თავაძე დაინიშნა. თავაძეს განათლება მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, სხვადასხვა წლებში იყო დამდგმელი რეჟისორი არაერთ თეატრში. 2013 წელს, თეატრალურმა საზოგადოებამ მას „წლის საუკეთესო რეჟისორის“ ტიტული მიანიჭა ახმეტელის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლისთვის „მაგიის საოცრებანი“. შეგახსენებთ რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველი ჩაიშალა, ხოლო განმეორებით კონკურსი 2022 წლის 15 თებერვალს გამოცხადდა. გიორგი თავაძე დასახელებულ პოზიციას 4 წლის ვადით დაიკავებს.