ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი უკრაინის მხარდასაჭერად
12.03.2022
უკან დაბრუნება
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი უკრაინის მხარდასაჭერად. თეატრალებმა ოკუპანტი ქვეყნისგან დაზარალებული მოძმე ერისთვის პირველადი მოხმარების საგნები, არამალფუჭებადი პროდუქტი და სამედიცინო ნივთები შეაგროვეს. როგორც დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა აღნიშნა საქველმოქმედო აქციას თეატრის ერთგული მაყურებლებიც შეურთდნენ. მისივე თქმით თეატრის პოზიცია, რაც უკრაინელთა მხარდაჭერაში გამოიხატება ომის დაწყებიდან მალევე ნათელი იყო და საუბარი დაგვიანებულ სოლიდარობაზე გაუგებარია.