შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთიდან დღეს უკრაინაში 40 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
10.03.2022
უკან დაბრუნება
იმერეთიდან დღეს უკრაინაში 40 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. კერძო სექტორის, ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ მოწოდებული. ტანსაცმელი, საკვები პროდუქცია, მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა. ეს ტვირთი ამ ეტაპზე ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქებში იგზავნება. ჰუმანიტარული დახმარების პარალელურად მობილიზებულია ნახევარ მილიონამდე თანხა, რომლითაც მოხდება მედიკამენტებისა და საველე ჰოსპიტლის აღჭურვილობის შეძენა, რომელიც მეორე ეტაპზე გაიგზავნება უკრაინაში. უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მიზნით ჰუმანიტარული დახმარება საქართველოდან პერიოდულად, ყოველ ორ კვირაში გაიგზავნება.