შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ერთ-ერთ აუდიტორიას პროფესორ ალექსანდრე მიქელაძის სახელი მიენიჭა
10.03.2022
უკან დაბრუნება
დღეს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ერთ-ერთ აუდიტორიას პროფესორ ალექსანდრე მიქელაძის სახელი მიენიჭა, პროფესორს, რომელსაც მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ ამიტომ დღეს უნივერსიტეტის ლექტორემბა, პროფესორებმა და ნათესავებმა მისი მოღვაწეობა გაიხსენეს და ამ ფორმით მას პატივი მიაგეს. ალექსანდრე მიქელაძის აუდიტორიის გახსნა აგრარული ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოხდა. პროფესორი ერთი წლის წინ გარდაიცვალა.