უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან
26.04.2016
უკან დაბრუნება
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სტუდენტებთან ისაუბრეს.შეხვედრა თავისუფალ სტუდენტთა მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული.საინიციატივო ჯგუფი კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას ითხოვს და თვლის რომ სტუდენტები კანონის განხილვაში უნდა იყვნენ ჩართულნი.
მსგავსი საინიციატივო ჯგუფი საქართველოს 25 უმაღლეს სასწავლებშია შექმნილი.
დღეს შეხვედრაზე ახალგაზრდებს საინიციატივო ჯგუფის სამოქმედო გეგმაც გააცნეს.