ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისელ სპორტსმენ ქალბატონებს მიულოცა
08.03.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისელ სპორტსმენ ქალბატონებს მიულოცა. წარმატებულ სპორტსმენებს ქალაქის მერმა მერიაში უმასპინძლა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. იოსებ ხახალეიშვილის თქმით შეხვედრაზე ისაუბრეს გამოწვევებზეც, რომელიც დღეს სპორტის სფეროში არსებობს. მან ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს წარმატებები უსურვა და იმედი დაიტოვა რომ ისინი ჩვენი ქვეყნის ჰიმნს გამარჯვების ნიშნად საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე არაერთხელ გააჟღერენ.