დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა სახელწოდებით ,,ქალთა სახეები" გაიმართა
08.03.2022
უკან დაბრუნება
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა სახელწოდებით ,,ქალთა სახეები" გაიმართა, ამ ფორმით კი გალერეამ უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობა გამოხატა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფონდებში არსებული სხვა და სხვა ქვეყნის მხატვრებისა და თაობის ნამუშევრები, რომლებიც ძირითადად სიუჟეტური კომპოზიციითა და თეატრალური ესკიზებით იყო დატვურთული. გამოფენა საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და შემოწირული თანხა უკრაინელ ხალხს მოხმარდება.