შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მერაბ მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა
26.04.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალში - მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა შორის მერაბ მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა. მასში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული დაახლოებით 200 ამდე მოჭადრაკე მონაწილეობდა . ტურნირის შედეგად გამარჯვებული 24 მონაწილის დაჯილდოების ღონისძიება ქუთაისის კულტურულ ცენტრში 8 სხვადასხვა კატეგორიაში გაიმართა. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს საჩუქრად თასები, მედლები, და სიგელები გადაეცათ. პარალელურად ტურნირში მონაწილე სკოლანდელი ასაკის მოჭადრაკეები აქტიურობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის ორი საუკეთესო მოჭადრაკე კი თასებით მერაბ მეტრეველის ოჯახმა დააჯილდოვა. შეგახსენებთ: „ მერაბ მეტრეველის მემორიალი 2016 “ -6 წლიდან 11 წლამდე მოჭადრაკებისთვის არის განკუთნილი. ტურნირი ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით 2006 წლიდან ყოველწლიურად იმართება.