შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კიკვაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს
07.03.2022
უკან დაბრუნება
ტელეკომპანია რიონს დახმარების თხოვნით ერთ-ერთმა ოჯახმა მოგვმართა, კიკვაძეები გამარჯვების პირველ შესახვევში ცხოვრობენ, როგორც მათ ჩვენს გადამღებ ჯგუფთან აღნიშნეს, დაზიანებული საკანალიზაციო მილების გამო შექმნილი პრობლემები უკვე სამი წელია აწუხებთ. ამბობენ რომ გამარჯვების ქუჩაზე ცენტრალური საკანალიზაციო გაყვანილობა არის დაზიანებული, რის გამოც ეზო ფეკალური მასებით იტბორება. ოჯახი დახმარებას შესაბამის სამსახურს სთხოვს, რათა მათ ცხოვრება ჰიგიენურ-სანიტარულ პირობებში შეძლონ. თემაზე ჩვენ გაერთიანებული წყალმომარაგების სამსახურს დავუკავშირდით, როგორც დაგვპირდნენ ტექნიკური ჯგუფი ადგილზე დღის ბოლომდე მივა, არსებულ ვითარებას შეისწავლის და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მოგვარდება თუ არა პრობლემა ჩვენ მოვლენათა განვითარებას თვალყურს მომავალშიც მივადევნებთ.