შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ლარის კურსის გაუფასურება ქვეყანაში არსებულ ემოციურ ფაქტორებს დაუკავშირა
07.03.2022
უკან დაბრუნება
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ლარის კურსის გაუფასურება ქვეყანაში არსებულ ემოციურ ფაქტორებს დაუკავშირა. მისი თქმით, ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით სიმშვიდე, პრაგმატულობა და სწორი ნაბიჯების გადადგმა არის მთავარი პირობა, რომ ვალუტის კურსმა სტაბილურობა შეინარჩუნოს. მინისტრის განცხადებით დღეს ქვეყანაში ობიექტური ფაქტორები არ არსებობს რომ ლარი გაუფასურდეს. დავითაშვილი უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას პროგნოზირებს.