მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
05.03.2022
უკან დაბრუნება
მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის კოლხეთის სამმართველოს უფროსის განცხადებით 6 მარტს დასავლეთ საქართველოში ღამით ყინვაა მოსალოდნელი და სამი დღის მანძილზე უნალექო ამინდები შენარჩეუნდება .
ოთხშაბათიდან კი დასავლეთის ნოტიო და ცივი ჰაერის მასების შემოსვლის გამო კვლავ ნალექია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები ცვალებად ამინდებს 17 მარტამდე ვარაუდობენ.