ქუთაისის მერმა და ვიცე გუბერნატორმა ესტონეთის დელეგაციას უმასპინძლა.შეხვედრაზე ორივე მხარემ პრეზენტაციები წარადგინა.მოხდა ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის დასახვა,ასევე განიხილეს ქუთაისისა და ქალაქ ტარტუს სტრატეგიული გეგმები.ესტონეთის მხარემ ქართველებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ელექტრონულ მმართველობასა და საუნივერსიტეტო სფეროში.დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოსა და ესტონეთში ორი ქვეყნის ელჩები და ქალაქ ტარტუს მერი იყვნენ. მომავალში ქუთაისისა და ტარტუს დამეგობრება იგეგმება.შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.