უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული აქცია ასევე ხორციელდება ქუთაისის მუნიციაპალიტეტში
05.03.2022
უკან დაბრუნება
უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული აქცია ასევე ხორციელდება ქუთაისის მუნიციაპალიტეტში, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში ჩაერთო მოსახლეობა, ბიზნესის და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ტვირთი „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში" გროვდება. ამასთანავე, ჰუმანიტარული აქციისთვის ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა. შექმნილია საგანგებო ფონდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა.