საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით საქველმოქმედო აქცია მარათონი გამართა
04.03.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით საქველმოქმედო აქცია მარათონი გამართა, შეგროვებული თანხა ირიცხება უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშზე. წითელი ჯვრის წარმომადგენლები უკრაინაში პირველად გადაუდებელ დახმარებას უწევენ მოქალაქეებს, არიგებენ პროდუქტებს და თანხას. საქართველოში წითელი ჯვარი ჩაერთო სისხლის დონაციის აქციაში,ასევე ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესში ქუთაისის მერიის პარტნიორია.