შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის ფასადზე საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშები აღარ ფრიალებს
04.03.2022
უკან დაბრუნება
ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის ფასადზე საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშები აღარ ფრიალებს, რამაც მედიის ყურადღება მალევე მიიპყრო, თემაზე მერიაში წერილობითი განმარტება გააკეთეს, ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ ფასადზე არსებული ატრიბუტიკა ძლიერი ქარის გამო დაზიანდა და დღის ბოლომდე კვლავ განთავსდება. შეგახსენებთ რომ ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის ფასადზე საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშები უკრაინის სოლიდარობის ნიშნად 1 მარტს განთავსდა.